• რეკლამა
  • კონტაქტი
07:13, ორშაბათი, 12 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქართველი “პაგონებიანი” მაქცია”, პუტინის გეგმები და მილიონიანი გარიგებები – რას წერს ჩეხური მედია

ალია ავტორი - ალია
16:28 10-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
505

ოლიგარქმა მიხეილ გუცერიევმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, FBI-ს შესთავაზა ინფორმაცია პუტინის გეგმების შესახებ. ამაში მას ქართველი ანტიკორუფციონერი დაეხმარა

რუსმა ოლიგარქმა მიხაილ გუცერიევმა FBI-ს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს გეგმების შესახებ ინფორმაცია შესთავაზა. ამის შესახებ ჩეხეთის პოლიციაში ორმაგი აგენტის საქმიდან გახდა ცნობილი,- წერენ ჩეხური გამოცემები.

გუცერიევი FBI-სა და ჩეხეთის დაზვერვის (GIBS) წარმომადგენლებს 2022 წელს ორჯერ შეხვდა. თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ ევროპას ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციები არა მოუხსნია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარიგება არ შედგა. შეხვედრის ორგანიზატორი,წარმოშობით ქართველი, ჩეხეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ელიტარული ქვედანაყოფის თანამშრომელი იყო, რომელმაც ჩეხეთის რესპუბლიკაში რვა წლის წინ დაიწყო მსახურება.

პოლიციელი, რომლის სახელიც რედაქციამ იცის (გამოცემა მხოლოდ ინიციალებს ასახელებს – ლ. გ.), მიხეილ სააკაშვილის დროს საქართველოში კორუფციას ებრძოდა. სააკაშვილის ოპონენტების, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ანტიკორუფციონერი მებრძოლი ჩეხეთში გაემგზავრა, სადაც პოლიციას შეუერთდა.

ძალიან სწრაფად, რიგითი პოლიციელიდან, ის გადაიქცა რუსულენოვანი ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტად, რომელსაც არა მხოლოდ ჩეხეთის, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებიც მიმართავდნენ. მაგალითად, პუბლიკაცია საუბრობს ეპიზოდზე, რომელშიც ავსტრიის დაზვერვის სამსახურმა ჩეხ კოლეგებს სთხოვა გაერკვია, ვინ მართავს ავსტრიულ სასტუმროს, რომელიც ასოცირდება რუს ოლიგარქთან და პუტინის მეგობართან, ბორის როტენბერგთან და წარმოადგენს თუა არა ის იმ აქტივს, რომელიც ასოცირდება „ბინძურ“ რუსულ ფულთან.

აღნიშნული სასტუმრო რეგისტრირებულია ავსტრიულ კომპანიაში, რომელსაც ოფიციალურად მართავს გიორგი ორჯონიკიძე და მისი ვაჟი. ავსტრიის სპეც სამსახურებს აინტერესებდათ სად ჰქონდა ბიზნესმენს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰქონდა თუ არა კრიმინალური წარსული და კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან.

საქმეში მალევე ჩაერთო ორჯონიკიძის ნაცნობი ლ.გ.  აუდიტის ინფორმაციით, პოლიციელი არაერთხელ შეხვდა თავის ქართველ თანამემამულეებს, დაარწმუნა ისინი ერთგულებასა და მეგობრობაში.

გარდა ამისა, ჩეხეთის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, ლ. გ. მონაცემთა ბაზაში ეძებდა ორჯონიკიძესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მისი ე.წ. საეჭვო ოპერაციების შესახებ 2023 წლის ავგვისტო-ოქტომბერის პერიოდში. ამასთან, გამომძიებლების თქმით, მან ორჯონიკიძეს განუცხადა, რომ ავსტრიის დაზვერვის სამსახურები ძალიან დაინტერესდნენ მისი ოჯახით,

ახლა კი პოლიცია, რომელიც იძიებს ქართველი „ფორმიანი მაქციის“ საქმეს, არკვევს, გადაუხადა თუ არა მას ფული ბიზნესმენმა მიხაილ გუცერიევმა ჩეხეთისა და ამერიკის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზებისთვის. ჩხრეკისას მის ბინაში 1,5 მილიონ ევროზე მეტი, ძვირადღირებული კოსტუმები და საათები აღმოაჩინეს.

მიხეილ გუცერიევი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა 2021 წლის ბელორუსის საპროტესტო აქციების შემდეგ. მისი Mozyr და Afipsky ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ვაჭრობდნენ ბელორუსის ნავთობით და შემოსავლის ნაწილი ხმარდებოდა ალექსანდრე ლუკაშენკოს ოჯახს. მანამდე გუცერიევი ფლობდა რუსულ კომპანია Russneft-ს. გუცერიევი უმდიდრესი რუსების მესამე ათეულშია, ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, რომლის ქონება 3,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

(თარგმანი – გამოცემა თაიმერი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved