ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საბერძნეთში, კერძოდ ატიკას მხარეში დააკავეს 47 წლის ქართველი ქალი. ადგილობრივი გამოძიების ცნობით, ბრალდებული ეძებდა მომვლელის ვაკანსიებს, ნდობაში შედიოდა ოჯახებთან, დასაქმების შემდეგ მოხუცებს ნარკოტიკული საშუალებებით აბრუებდა და ძარცვავდა.
ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ იდენტიფიცირებულია მსგავსი მეთოდით ძარცვის კიდევ ოთხი შემთხვევა. ირკვევა, რომ ქალი მოხუცებს ნარკოტიკებს, ან ფსიქოტროპულ საშუალებებს საკვებში და სასმელში უყრიდა, შემდეგ კი სახლიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა.
დაკავებულის ჩხრეკისას ამოღებულია: ფული, სამკაულები, ფსიქოტროპული აბები, ორი დანა, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონები. დაკავებული ათენის პროკურატურაშია გადაყვანილი.
კომენტარები