გამომძიებელი რეპორტიორი აქვეყნებს ახალ ფილმს „ბეტონის უღელტეხილი. მეწყერი დიდ გზაზე“
- მეწყერების კასკადი რიკოთზე. მრავალსაუკუნოვანი მთების დარღვეული წონასწორობა.
- ევროპა-აზიის მაგისტრალს საქართველოს მონაკვეთზე სულ უფრო ხშირად კეტავს მოჭრილი მთებიდან დაძრული მეწყერები, ნიაღვრები, ქვათაცვენა.
- დაბეტონებული უღელტეხილის ფერდებიდან ზედ მშენებარე გზაზე, მანქანებისა და ადამიანების თავზე ცვივა ბეტონი, რომლითაც ვიღაცამ დაძრული მთების გამაგრება სცადა.
- ქართველი გეოლოგები ითხოვენ უღელტეხილის შველაში ჩართვის ნებას, ვიდრე გზის გადარჩენა კიდევ შეიძლება, მათ იციან, სად დაუშვეს შეცდომა მშენებლებმა.
კომენტარები