საქართველოში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის, ასელ აიტპაევას დედა უკვე თბილისშია. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.
„ჩამოვფრინდი იმისთვის, რომ ჩემი შვილის ცხედარი სამშობლოში გადავასვენო. ვფიქრობ, ჩემი შვილი ფანჯრიდან გადმოაგდეს, ის ამას თავისით არ გააკეთებდა. ბოლო პერიოდში სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაცის ეშინოდა. საქართველოში 5 დღე იმყოფებოდა, 27 აპრილს ჩამოფრინდა, სამუშაოდ ჩამოვიდა ჩვენივე ნათესავის მოწვევით, ბესო ვინაა არ ვიცი, ბესომ ჩემი შვილი საქართველოში გაიცნო, ერთად მუშაობდნენ. რაც შეეხება სავარაუდო ტრეფიკინგს, ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ მურადმა ჩემი შვილი ქართველ კაცს მანქანის სანაცვლოდ მიჰყიდა, მეტი არაფერი ვიცი”, – ამბობს „მთავართან“ გარდაცვლილი გოგოს დედა, აისულუ აიტპაევა.
ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიით, 26 წლის ასელია აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა.
კომენტარები