ნადიმ ხმალაძე, რომელიც უკრაინაში იბრძოდა და ამჟამად სამკურნალოდ იმყოფება ამერიკაში, აქვეყნებს ვიდეოს და წერს:
“ქართველმა კაცმა რომელმაც სამკურნალოდ ჩამოვედი ამერიკაში პირველად ქვევრი ავხადე პენსილვანიაში, ჩემდა სამარცხვინოდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი ,ეს ამერიკაში მოხდა . მაგრამ უფრო საბედნიეროდ რადგან ეს ამერიკის პატარა საქართველოში მოხდა . ერთ ულამაზეს ნამდვილ ქართულ ოჯახში სადაც ყველაფერი ქართულია და სულიც ქართულია. დავით ცქიფურიშვილის ოჯახი. მადლობა ბატონო დავით . მადლობა ყველა ქართველს ვინც ამ დღეს აქ იყავით და ეს ლამაზი საღამო მაჩუქეთ ცხრა თვიანი ომის და ჯოჯოხეთ გამოვლილ კაცს. ბევრჯერ ვიტყვი , არაფერი არ არის დაკარგული , ამ ხალხის შემხედვარე ღირს იბრძოლო , ღირს თუნდაც თავი გაწირო რადგან ასეთი ადამიანები ბევრია და საქართველოს არ უწერია დამარცხება . მე მჯერა რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ერთ დღეს ვისაც არ სჯერა ამის ისინიც კი დაგვიჯერებენ. ერთობას სიყვარულს და ქართველ ერს გაუმარჯოს ამ ცქრიალა ღვინით. აქ დაილოცა ყველა ქართველი მებრძოლი უკრაინაში და ყველა უკრაინელი მებრძოლი, ითქვა ყველა გმირულად დაღუპული მებრძოლის შესანდობარი. . დიდება საქართველოს. დიდება უკრაინას. სიკვდილი მტერს!!!”
კომენტარები