ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” კიდევ ერთხელ შეაფასა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო გზავნილები, რომ საკონსტიტუციო უმრვალესობის მოპოვების შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს ანტიკონსტიტუციურად ცნობენ.
„რა თქმა უნდა, ეს დაუჯერებელი მესიჯებია, დაუჯერებელი გზავნილებია, ჩემთვის კითხვაა, რატომ აკეთებენ ამას ასე ღიად, მაგრამ მეორეს მხრივ, არც მიკვირს… ბიძინა ივანიშვილი მოსული, წლიდან წლამდე სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ ამ ადამიანს საერთოდ არ უნდა ევროკავშირი, იმიტომ, რომ აქედან ვერაფერ სარგებელს ვერ იღებს, ქართველი ხალხისგან განსხვავებით. ასე რომ, მე არ ვარ გაკვირვებული ერთი მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ, მე შეწუხებული ვარ, არა მხოლოდ ბიძინიზაცია ხდება ამ ქვეყნის, ლუკაშენკოიზაცია, პუტინიზაციაც კი ამ ქვეყნის, იმიტომ რომ, ოპოზიციას როდესაც ციხეში სვამენ, კლავენ, წამლავენ, ეს პუტინის რუსეთში ხდება, სადაც ოპოზიციის ლიდერები ციხეში ხვდებიან იმიტომ, რომ მათ უნდაც მონაწილეობა არჩევნებში, ეს ბელარსუსში ხდება. ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს, უნდა ასეთი ცხოვრება?! თუ ამას აირჩევს ეს იქნება დიდი შეცდომა. […] სვლა ევროპის კავშირისაკენ შეჩერდება რა თქმა უნდა, თუკი ისეინი მოვლენ სათავეში”, – თქვა რასა იუკნევიჩიანემ.
კომენტარები