ბერძნული გამოცემა ქართველების მიერ ქურდობის მორიგ შემთხვევაზე წერს.
„ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველების ჯგუფი შევიდა სუპერმარკეტში, ქალაქ ჰაიდარიონში. სიუჟეტი იყო ჩვეულებრივი: „მთავარი გმირი“ და მისი ორი გულშემატკივარი, მაგრამ ამჯერად იღბალმა მაღაზიას გაუღიმა, რადგან იმ მომენტში პოლიცია იქვე აღმოჩნდა.
წინა კვირას, საღამოს 9-ის ნახევარზე ქართველი სუპერმარკეტში შევიდა, თითქოს საყიდლებზე. მას სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა, როგორც ყველას, კორონა ვირუსის გამო. ორი თანამემამულე მას მანქანაში ელოდებოდა. სუპერმარკეტის თანამშრომელმა გააცნობიერა, რომ რაღაც ხდებოდა და მაღაზიაში მყოფ პოლიციელებს ანიშნა. მათ მამაკაცი გააჩერეს.
ქართველმა, რომელიც მაღაზიაში იყო, გაქცევა მოახერხა და თან სამი ბოთლი ვისკი წაიღო, ხოლო მანქანაში მყოფი მისი ორი თანამზრახველი დააკავეს და ჰაიდარიონის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს.
შემთხვევა დააფიქსირა მაღაზიაში დამონტაჟებულმა კამერამ. ჩვენი ინფორმაციით, ეს კონკრეტული სუპერმარკეტი ქურდების სამიზნე ადრეც იყო. მათ შორის – „მთავარი გმირსაც“, რომელიც მაღაზიის თანამშრომლებმა ამოიცნეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი ადრეც იყვნენ შემჩნეული ქურდობაში, – მაღაზიაში შეღწევით. ამავდროულად, ერთ-ერთი დაკავებული იძებნებოდა პოლიციის მიერ, ვინაიდან მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ნარკოტიკების უკანონო გასაღების მუხლით.
სამართალდამცავებმა მანქანიდან ამოიღეს კიდევ სამი ბოთლი ვისკი.
ორივე დაკავებულს წარედგინა ბრალი ქურდობაში თანამონაწილეობისთვის. მთავარი დამნაშავე იძებნება“. – წერს ბერძნული გამოცემა, https://xaidarisimera.gr
პრაიმტაიმი
კომენტარები