პიანისტი თათია შარანგია ელისო ვირსალაძისა და ხატია ბუნიათიშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
დიდხანს ვიფიქრე, გამოვხმაურებოდი თუ არა ელისო ვირსალაძის მიერ ნათქვამ სიტყვებს ხატიაზე. მთელი ბავშვობა, შეგნებული წლები დღემდე ვამაყობ ელისო ვირსალაძით… არა მხოლოდ როგორც მუსიკოსით. ჩემთვის ის იყო სხვა განზომილება, განათლებული, თავშეკავებული, შინაგანი ინტელექტის პატრონი…
სულ ვამბობდი, ვინც ხატიას არ აღიარებდა – მისი შურდა, მარტივად… ამას ვერ ვიტყვი ელისოზე, ის შემდგარი პიანისტია, მას თავისი გულშემატკივრების არმია ყავს. მაგრამ ის, რაც მან თქვა გადაცემაში ხატიას მისამართით, ოკუპანტის ენაზე – ჩემთვის მიუღებელია. ხატიას პატრიოტიზმი, ხატია რომელმაც უარი თქვა გერგიევთან დაკვრაზე. ხატია რომელმაც ნახევარ მსოფლიოს გააცნო საქართველო სულ სხვა , ნათელი კუთხით ამას არ იმსახურებს. აღარ ვლაპარაკობ მის ფენომენალურ ნიჭზე.
ქართველმა თუ ქართველი არ დააფასა, მტერი რას გაგვიკეთებს? ხატია შენ კი გაფასებს მსოფლიო და შენს კონცერტებზე გავსებული დარბაზებიც ამაზე მეტყველებს. სხვა საკითხია რომ ყველას თავის გემოვნება აქვს, მაგრამ თუნდაც აზრის გამოთქმას აქვს თავის ფორმა!
P.S. არცერთ ქართველზე ხატიას მხრიდან გადაბრუნებული სიტყვა არ გამიგია. ესეც მისი პლიუსი. – წერს თათია სოციალურ ქსელში.
კომენტარები