რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„იმედისა“ და პირველი არხის ჟურნალისტები ცდილობდნენ ლავროვისგან პასუხი მიეღოთ, აპირებს თუ არა ის მაისში თბილისში მინისტერიალის დროს ჩამოსვლას. ლავროვმა ჟურნალისტებს პასუხი არ გასცა და „ავადმყოფები“ უწოდა.
შემთხვევის დროს, იქვე იყო მარია ხაზაროვაც, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართველმა ჟურნალისტებმა ის დაკაწერეს.
„ქართველი ჟურნალისტები (და ეს უკვე მიმია) ჟენევაში გაეროს განყოფილებაში რუსულ დელეგაციას დაესხნენ თავს. სიარული შეუძლებელი იყო. ღირსებადაკარგული ქალების გაწევა გახდა საჭირო, რომ წინ წავსულიყავით.
იცით რა უნდოდათ? შეუძლებელია დაჯერება. ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე გონების დაბნელებას ჰგავს, ასე გახადო საკუთარი თავი სხვა ქვეყნის წარმომადგენლის ჩამოსვლა არ ჩამოსვლაზე დამოკიდებული. საცოდავი სანახაობაა. მე და ჩემს კოლეგას მოგვხვდა, მაგრამ უფროსი არ დაშავებულა“ , – წერს ზახაროვა და აქვეყნებს ნაკაწრისა და ჩალურჯებული ხელის ფოტოებს.
კომენტარები