თუ გსურთ საყვარელ ადამიანს უგემრიელესი ვახშმით გაუმასპინძლდეთ და ერთი ჩვეულებრივი საღამო განსაკუთრებულად აქციოთ, ამისათვის თქვენ მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი და მცირეოდენი მონდომება დაგჭირდებათ.
ნედლი ქათამი ბიუ-ბიუ
აჯიკა
ბოსტნეული (ყაბაყი, სტაფილო, ბულგარული წიწაკები)
მარილი და ზეითუნის ზეთი გემოვნებით
ნედლ ქათამზე გადასმული ცხარე აჯიკა კერძს სასწაულ გემოს სძენს.
შესუნელებულ, ფოლგაში გახვეულ ქათამს ვაცხობთ 230 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში.
სასურველ ზომებად ვჭრით ბოსტნეულს, ღუმელიდან გამოღებულ ქათამს ვათავსებთ საცხობ ფორმაში ბოსტნეულთან ერთად და ვათავსებთ ისევ ღუმელში, 230 გრადუსზე 30 წუთის განმალობაში.
გემრიელად მიირთვით.
კომენტარები