პირველ რიგში მოვაყაროთ ქათამს მარილი, წითელი წიწაკა, შევფუთოთ ფოლგაში და შევაპიწკინოთ ღუმელში 200 გრადუსზე 1 საათით და 30 წუთით.
ამასობაში მოვამზადოთ სოუსი:
✔️ 500 გრამი მაყვალი
✔️ 1 ჩ/კ შაქარი
✔️ ნახევარი ჩ/კ მარილი
✔️ ნახევარი ჩ/კ დაღერღილი წიწაკა
✔️ ნახევარი ჩ/კ ხმელი რეჰანი
✔️ 100 მლ წყალი
✔️ 2 კბილი ნიორი
✔️ ქინძი
მაყვალს დავაყაროთ მარილი, შაქარი, წიწაკა, რეჰანი, დავასხათ წყალი და ვადუღოთ 5-7 წუთი. გადავწუროთ, გავცრათ საცერზე.
დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი ქონძი, ამოვურიოთ და მოვასხათ დაბრაწულ ქათმის ნაჭრებს.
? კერძი გავაფორმოთ ცოცხალი მაყვლით და ქონდრის ტოტებით. გემრიელად მიირთვით!
კომენტარები