შორენა ყანჩაველი, “სასწორაკვეთილი მომხმარებლის ჯგუფში” ავრცელებს ფოტოებს და წერს:
“გამარჯობა.
11წელია საქართველოში ვცხოვრობ და ვთქვა რომ სასოწარკვეთილი ვარ ძალიან რბილი ნათქვამია. ერთ დღეს ვყიდულობ, მეორე დღეს ანერვიულებულს, გულის ბაგა-ბუგით უკან მიმაქვს…
ბიუბიუს კიოსკში ვიყიდე 4ც. ქათმის გულ-მკერდი 26 ლარის. სახლში მოტანისთანავე დავუწყე დამუშავება. პირველივე ნაჭერი რაღაც არ მომეწონა. მაინც ამოვჭერი, მივჭერი, მოვჭერი. მეორე ვითომ უკეთესი იყო. მესამე ისევ არ მომეწონა. ვიცოდი რომ ძველს გამყიდველი არ მომცემდა. მეოთხე ნაჭერს კი როგორც დავადე შუაში დანა იქვე გადაიშალა როგორც სურათზეა. რა ნახა ჩემმა თვალებმა… ცუდად გავხდი… უცებ გადავუღე სურათი და შევფუთე ცელოფანში, რაღაც უბედურება არ გადმომადოსთქო.
დავლიე კორვალოლი, ენის ქვეშ ვალიდოლი და წავიღე ეს მეოთხე ნაჭერი უკან. გზად პირველი და მესამე ნაჭრები გადავყარე, იმიტომ რომ უკვე დაჭრილი მქონდა. მეორე ნაჭერი კი, რომელიც ყველაზე “კარგი” იყო საყინულეში შევინახე. მეორე სურათზეა შესადარებლად ეს ნაჭერი და სხვა ქათმის ნორმალური ფილე. რა თქმა უნდა მე ამ “კარგ ნაჭერს” არ მივეკარები. გამყიდველი თვითონ შეწუხდა. ჩეკიო მკითხა. არ მოგიციათ თქო. უხმოდ აწონა ის ნაჭერი და დამიბრუნა თანხა უკან.
მივწერე ბიუბიუს. ავუხსენი სიტუაცია. მივიღე შაბლონური პასუხი ეს სისხლჩაქცევააო. ბოლოს მომწერეს მიიტანეთ ჩეკი და მთლიან ღირებულებას აგინაზღაურებთო. შემდეგ დამიკავშირდნენ ტელეფონზე. საბოლოო ჯამში ვინაიდან არ მაქვს ჩეკი არც არაფერი არ მომხდარა.
მინდა ავღნიშნო, რომ ბიუბიუს მხრიდან უხეშ მომართვას ადგილი არ ჰქონია.
ძალიან გთხოვთ, არ დაიწყოთ რატომ ყიდულობდიო, ან ჩეკის გარეშე თანხას ვინ დაგიბრუნებსო. მე აქ საერთოდ სხვა რამის თქმა მინდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ხორცი არ იყო ძველი და გაფუჭებული. ის იყო ავადმყოფი ქათმის ხორცი. აი ესეც “ქართულ სიმინდზე” გაზრდილი “ნედლი” ქათმის ხორცი.”
კომენტარები