მარნეულში, ძაღლზე ძალადობისთვის დაკავებული მამაკაცის დედის ინფორმაციით, მისმა შვილმა ცხოველზე იმის გამო იძალადა, რომ ძაღლმა ქათმები შეუჭამა. ის ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამაკაცის მხრიდან 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი:
,,მთელი ჩემი ქათმები ძაღლმა შეჭამა, ძროხაც დაკბინა, 10-ზე მეტი ქათამი მოკლა, ძალიან გამწარდა ჩემი შვილი და ასე სცემა, ეს ამბავი დაახლოებით ორი თვის წინ მოხდა, ვიდეო ვინ გადაიღო, არ ვიცი.
ახლა გამოააშკარავეს, ჩემი შვილი გუშინწინ მოტყუებით გაიყვანეს ხევში და დაახლოებით 5-მა პირმა სასტიკად სცემა, დანას ეძებდნენო, თქვა ჩემმა შვილმა, მოკვლა უნდოდათო, სასტიკად ნაცემი სახლში მოიყვანეს. პოლიცია რომ მოვიდა, ჩემი შვილი საწოლში იყო ნაცემი, ბრალი დასდეს, თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია. გოგოს ბებია იყო ჩვენთან მოსული და ვუთხარი, ჩემი შვილი ამას არ იზამდა, გაუგებრობაა-თქო. ვფიქრობ, ეს ვიდეო იმისთვის გამოაქვეყნეს, რომ ცემის ამბავი გადაეფარათ”
,,ტვპირველი”
პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მარნეულის მუნიციპალიტეტში ძაღლზე იძალადა
კომენტარები