შემწვარი ქათმის ბარკლები ახალი კარტოფილის გარნირით და ბერძნული ძაძიკის სოუსით
პირველ რიგში, ქათმის ბარკლებს მოვაყაროთ მარილი, წითელი წიწაკა და პაპრიკა, შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 50 წუთით, სრულ მომზადებამდე.
ძაძიკის სოუსი:
1 კიტრი
3 კბილი ნიორი
კამა
1 ლიმონი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
380 გრ. გაწურული მაწონი (ტრადიციული ბერძნული იოგურტის ნაცვლად)გ
ავხეხოთ კიტრი, გავწუროთ დოლბანდში, გავხეხოთ ნიორი, დავჭრათ კამა, მოვაწუროთ ლიმონი, მოვასხათ ზეთი და გაწურული მაწონი.მოვაყაროთ მარილი, გადავურიოთ და ძაძიკის სოუსიც მზად არის.
გარნირად შევწვათ ახალი კარტოფილი.
გემრიელად მიირთვით!
კომენტარები