ქათმის ჩაქაფული
ეს ის კერძია, რომელიც აღდგომის სადღესასწაულო სუფრას გაზაფხულის სითბოს, მზეს, სიმწვანესა და სიცოცხლეს მატებს და თითქმის ყველა ოჯახში მზადდება.
დაგჭირდებათ:
? 1 ცალი ქათამი
? 300 გრ ტყემალი
? 5 კონა ტარხუნა
? 3 კონა მწვანე ხახვი
? 2 კონა წიწმატი
? 1 კონა ქინძი
? 1 კონა ოხრახუში
? 1 ცალი მწვანე/ მწარე წიწაკა
? 300 მლ თეთრი ღვინო
?️ დაღერღილი წითელი წიწაკა
? მარილი
პატარა ნაჭრებად დავჭრათ ქათამი.
წვრილად დავჭრათ მწვანილები და წიწაკა. მწვანილებს მოვაყაროთ მარილი და დაღერღილი წიწაკა, ამოვურიოთ.
ფენა-ფენა ჩავაწყოთ ქვაბში შემდეგი თანმიმდევრობით: მწვანილები, ხორცი, მწვანე ტყემალი და ასე გავიმეოროთ იმდენჯერ სანამ ხორცი და მწვანილი გვეყოფა.
მოვასხათ თეთრი ღვინო და დავდგათ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 40-50 წუთით.
გემრიელი კერძიც მზადაა…
კომენტარები