ქათმის ხორცის უგემრიელესი ბურთების დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:
2 ცალი ქათმის ფილე
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
1 ცალი სტაფილო
1 ცალი კვერცხი
გემოვნებით მარილი
მომზადება:
1. ქათმის ფილე გაატარეთ.
2. მოათავსეთ ბლენდერში სტაფილო, ნიორი და ხახვი. კარგად დააბლენდერეთ.
3.შეურიეთ გატარებულ ქათმის ფილეს დაბლენდერებული ბოსტნეული და კვერცხი მოაყარეთ მარილი.
4.. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
5. მზა მასას მიეცით ბურთების ფორმა და მოათავსეთ ღუმელში 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით.
კომენტარები