უგემრიელესი, ნაზი, გრილი, დაბალკალორიული ქათმის სალათა მაწვნის სოუსით
ინგრედიენტები:
1 ცალი ქათმის ფილე
სალათის ფურცელი
1 ცალი წითელი ბულგარული
1 ცალი ყვითელი ბულგარული
1 ცალი ავოკადო
150 გრამი ჩერი პომიდორი
2 ჩ/კ პაპრიკა
1 ჩ/კ ჩილი
1 ჩ/კ ორეგანო
1 ჩ/კ ქონდარი
1 ჩ/კ მარილი
1 კბილი ნიორი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
2 ს/კ ლიმონის წვენი
1 ს/კ კაჟუნის სპეცია
100 გრამი მაწონი
მომზადება:
1. პირველ რიგში მოამზადეთ კაჟუნის სპეცია ჯამში ჩაყარეთ პაპრიკა, ორეგანო, წითელი წიწაკა ჩილი, ქონდარი, მარილი.
2. ქათმის ფილე გაასუფთავეთ და ამოავლეთ მიღებულ მასაში სანამ ქათამს ამოავლებთ კაჟუნის სპეციაში გადაინახეთ ცალკე 1 ს/კ სოუსისთვის დანარჩენში ამოავლეთ ქათამი.
3. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით ქათმის ფილე.
4. ჯამში ჩაყარეთ გადანახული კაჟუნის სპეცია დაუმატეთ მაწონი,ლიმონი წვენი,ნიორი,ზეითუნის ზეთი კარგად აურიეთ სანამ ერთგვაროვანი მასა არ გახდება.
5. დიდ ჯამში მოათავსეთ გარეცხილი სალათის ფურცელი სასურველ ფორმებად დაჭრილი ორივე ფერის ბულგარული ჩერი პომიდორი და ავოკადო. დაუმატეთ შემწვარი და დაჭრილი ქათმის ფილე მოასხით სოუსი და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ.
გემრიელად მიირთვით
რა სასარგებლო თვისებები აქვს ქათმის ხორცს – როგორ ავარჩიოთ ქათამი?
კომენტარები