ჟურნალისტი, გამოცემა თაიმერის დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:
“მოქმედების ადგილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი მედანი
ინსცენირებული დანაშაული სამეგრელოში – “დაზარალებული”, რომელიც სამი დღის წინ ამბობდა, რომ მისი სახლი დააყაჩაღეს, თავად კი მძევლად აიყვანეს, ბრალდებულია.
როგორც ირკვევა, გამომძიებლებმა ის ნივთები, რომლებზეც “დაზარალებული” ამბობდა, რომ მოპარეს – ტელეფონი, თოფი და ძვირფასი ძეწკვი და ჯვარი მის ნაკვეთში დამალული აღმოაჩინეს. ასევე, მის სახეზე არსებული სისხლი, რომელსაც ყაჩაღებისთვის წინააღმდეგობის გაწევით ხსნიდა, დნმ-ის ანალიზით ქათმის აღმოჩნდა.”
კომენტარები