დღეს, ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა 60 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
ავარიის შედეგად ორი პირი, დედა-შვილი დაშავდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
კომენტარები