ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას ტურისტები ემსხვერპლნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტობუსი შეეჯახნენ, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ.
გარდაცვლილია ორი ადამიანი. ორივე უცხოეთის მოქალაქეა. გარდა ამისა, დაშავებულია ოთხი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის კლინიკებში გადაიყვანა. ერთი პაციენტი კლინიკა BMS-ში, სამი კი “მედალფაშია” მოთავსებული. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ.
ადგილობრივების თქმით, კიდევ ორ ადამიანს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება. ისინი თავს კარგად გრძნობენ.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
კომენტარები