“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. კომენდანტის საათის დროს “ხინკლის სახლში” ქეიფი ხმაურითა და ჯარიმებით დასრულდა.
როგორც “ინფო რუსთავს” თოდრიას ქუჩაზე არსებულ კვების ობიექტში ერთ-ერთმა დასაქმებულმა განუცხადა, დაწესებულებაში ახალგაზრდები მათი ხელმძღვანელის მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სავარაუდოდ, ხმაურით ახლოს მდებარე კორპუსებში მცხოვრებლები შეწუხდნენ და პოლიციაში დარეკეს.
ადგილზე სამართალდამცავების გამოჩენამ ახალგაზრდები გააღიზიანა, რასაც მათსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
სამართალდამცავებმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დამრღვევი რამდენიმე პირი დააჯარიმა.
კომენტარები