შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის მეუღლე არმინ ჰუთენლოხერი “ფეისბუქის” პირად გვერდზე “ქართული ოცნების” ხელისუფლების მისამართით ინგლისურ ენაზე კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს:
“საქართველოს “დიდებულმა მთავრობამ” (გაიხსენეთ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა) გადაწყვიტა, რომ გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსული ადამიანები 14 დღით კარანტინში ჩასვას, რათა დაიცვას მისი მოქალაქეები მორიგი დასავლური ვირუსისგან – დემოკრატიის, ლიბერალიზმისა და LGBTQ-ის შემდეგ… ამასთან, საქართველოს მართმადიდებულური ეკლესია უარს ამბობს შეცვალოს წესი და აგრძელებს ათი ათასობით მლოცველის ზიარებას ერთი და იმავე კოვზით.
დასკვნის სახით, მე როგორც ორი ხუთი წლის ქალიშვილის მამა, რომელიც მათ დედასთან და ბებიასთან ერთად თბილისში ცხოვრობს, ვერ ვნახავ ჩემს გოგონებს 14 დღიანი კარანტინის გამო, მაშინ როცა, მათი დედა და ბებია თავიანთი შიშებით გარბიან დალოცვის მისაღებად ეკლესიაში, რომელიც “ღმერთთან ახლოს არის”. – წერს არმინ ჰუთენლოხერი.
ერთ-ერთი კომენტარის კომენტარის პასუხად, სადაც მას ეკითხებიან, “სულ გაგიჟდა თუ არა მთავრობა?”, მინისტრის მეუღლე პასუხობს: “ახლა? როდის არ იყვნენ? მგონია რომ ეს რაღაც ახალი დონეა”.
ქეთევან ციხელაშვილმა და გერმანელმა არმინ ჰუთენლოხერმა 2014 წლის 4 იანვარს მოაწერეს ხელი. წლის ბოლოს მათ ტყუპი გოგონები შეეძინათ.
Ambebi.ge
კომენტარები