ლევან ყურაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამასობაში, ყარაბაღის ომი საქართველოსთვის ყველაზე ცუდი სცენარით დასრულდა:
• რუსეთმა მოახერხა და მოიშორა სომხეთის მოდასავლეთო ლიდერი
• სამშვიდობოების ყარაბაღში ჩაყენებით გავლენის ბერკეტები მოიპოვა აზერბაიჯანზე დიდი ხნით.
• გავლენის მექანიზმები გაზარდა სომხეთში (თუ ჭკვიანად არ იქნებიან, იმ ლაჩინის დერეფანსაც დაკარგავენ და სტეპანაკერტსაც). დაბრუნდება ისევ ძველი პრორუსული კლანი.
• ბაქომ მიიღო პირდაპირი სახმელეთო კავშირი ნახჭევანთან და თურქეთთან
ამ დროს ჩვენ შეშას დავდევთ და ჩვენი უშიშროება იმას უსმენს, სამზარეულოში ვინ რაზე ჭორაობს”
კომენტარები