მთიან ყარაბაღში განვითარებულ დაძაბულ ვითარებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ
ადგილზე განვითარებული მოვლენები რუსული „სამშვიდობო“ კონტინგენტის საქმიანობასთან დაკავშირებით რიგ კითხვებს აჩენს.
„არაერთი მოვლენა, რომელიც მთიან ყარაბაღში 2020 წლიდან, მათ შორის ბოლო დღეებში მოხდა, სამშვიდობო ოპერაციის შინაარსისა და ხასიათის შესახებ სომეხ საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.
2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მესამე პუნქტში ნათლად არის აღნიშნული, რომ მთიან ყარაბაღში არის ტერიტორია, რომლის გასწვრივ რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული. სწორედ ამ ტერიტორიას უწოდებენ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის პასუხისმგებლობის ზონას. ჩვენ ველით, რომ კონტაქტის ხაზის დარღვევის ნებისმიერი რუსი სამშვიდობოების მიერ იქნება აღკვეთილი“, – განაცხადა ფაშინიანმა.
კომენტარები