პარტია პროგრესისა და თავისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა მმართველი პარტიის სამი დეპუტატის მიერ დატოვებასთან დაკავშირებით :
“28 ივნისს, ივანიშვილმა გამოყო ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფებების მაგინებელი ყაველაშვილის ტრიო. მათი პირველივე განცხადებები, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს 6 თვეშიც არ მიანიჭებენ და თურმე, ვიღაც ითხოვს საქართველოსგან ომში ჩართვას, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების 12 პუნქტიდან არცერთის შესრულებას აპირებს. მას გეზი რუსეთისკენ უჭირავს და ერთადერთი, ვისაც ომი აწყობს საქართველოში, არის სწორედ ივანიშვილი, რათა შეინარჩუნოს ხელისუფლება და სიმდიდრე. ესაა მორიგი თაღლითური ტრიუკი, როგორც თვითონ უყვარს ხოლმე თქმა, მაგრამ ტრიუკები მოუძველდა.არც ისე რთულია გამოცნობა, რომ ყაველაშვილის ტრიო მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული: 1. ოცნების უმრავლესობის მართული დაშლა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, 30 მაჟორიტარი დეპუტატის შენარჩუნებით, ანუ არსებული საარჩევნო სისტემით. 2. ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი 12-პუნქტიანი რეფორმების ჩაგდება/არმიღება.
მხოლოდ რუსეთს სურს ომი საქართველოში და ოლიგარქი ივანიშვილი მისი დირექტივებით მოქმედებს. ქართველმა ხალხმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ უნდა გამოვიჩინოთ სიბრძნე, მოთმინება, სიმშვიდე და არანაირი ომი საქართველოში არ იქნება! 3 ივლისს, რუსთაველზე, ვაჩვენოთ ხალხის კონსტრუქციული, მშვიდობიანი ძალა დესტრუქციულ ოლიგარქს!”
კომენტარები