ყაზახეთის მთავრობა გადადგა. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა ხელი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტი ავრცელებს.
“ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
- მიღებულ იქნას ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა;
- დროებით, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდეს რომან სკლიარი;
- ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელონ საკუთარი მოვალეობების შესრულება;
- ხელის მოწერის დღიდან ბრძანება შევიდეს ძალაში”; – წერია პრეზიდენტის ბრძანებაში.
კომენტარები