ყაზახეთში დააკავეს ექსპრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი, კაირათ სატიბალდიული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისების ეჭვის საფუძველზე, რაც უკავშირდება იმ პერიოდს, როცა ის ხელმძღვანელობდა ქვეყნის მთავარ სატელეკომუნიკაციო კომპანია “ყაზახტელეკომს”. ყაზახეთის ანტიკორუფციულ სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს შემოწმება სატიბალდიულის კავშირებზე “სხვა დანაშაულებთან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას უთხრის ძირს”.
სატიბალდიული ნაზარბაევის უმცროსი ძმის შვილია და Forbes Kazakhstan-ის თანახმად, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენების სიაში შედის. მისი ქონება 163 მილიონ დოლარადაა შეფასებული. იუწყებიან, რომ ბიზნესმენი მოხსენიებულია ერთადერთ დამფუძნებლად ოფშორული კომპანიისა Skyline Investment Company S.A., რომელიც “ყაზახტელეკომის” აქციების თითქმის მეოთხედს ფლობს. მანამდე სატიბალდიული მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები