ყველა სოფელთან აქტიური ურთიერთობა, მოსახლეობის ჩართულობით პრიორიტეტული და პრობლემური საკითხების განსაზღვრა, გონივრულ ვადაში მათი მოგვარების, შედეგზე ორიენტირებული გამოსავლის პოვნა და ქმედითი ნაბიჯების განხორციელებაა – ეს ის მთავარი საკითხებია, რასაც ამ ეტაპზე მერობის კანდიდატი ადგილობრივებთან ერთად განიხილავს .
„ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების მოსახლეობასთან ყოველდღიურად ვმართავათ შეხვედრებს .უშუალო გარემოში განვიხილავთ მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებს, არსებულ პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს. დიალოგში მოსახლეობის და მით უფრო ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა იმედს მაძლევს, რომ ერთობით ღირსეულად გავაგრძელებთ ტრადიციებს, წინსვლას და განვითარებას.
მინდა იცოდეთ, მხნეობას მმატებს ის გარემო და მოცემულობა სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ხალხი რომელიც მხვდება და ის გულწრფელობა რასაც მათთან შეხვედრისას ვგრძნობ.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის რომელსაც მოხევეებისგან და ჩვენი გუნდისგან ვგრძნობ“ აცხადებს ყაზბეგის მერობის კანდიდატი ბაკურ ავსაჯანიშვილი.
ცნობისთვის ბაკურ ავსაჯანიშვილი დაიბადა 1978 წლის პირველ იანვარს, ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში. დაამთავრა სოფ.არშის საჯარო სკოლა.
2005 წ. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომობილისა და საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტი.
2001 წლიდან დასაქმებულია საჯარო სამსახურებში სხვადასხვა პოზიციებზე.
2012-2020 წწ. წარმოადგენდა სამმართველოს უფროსს -შსს ყაზბეგის რაიონულ სამმართველოში ხოლო
2020 წლიდან შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებულია სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
ბაკურ ავსაჯანიშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს „ მიერ არის წარდგენილი.
კომენტარები