ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ციხიდან გაათავისუფლა, მისი საქმე კი განსახილველად შესაბამის უწყებებს გადაუგზავნა. სასამართლო გადაწყვეტილებას ახლად აღმოჩენილი გარემოებით ხსნის. იმავე დღეს, ატაბაევს დართეს ნება, სამკურნალო მიზნით დატოვოს ქვეყანა. თუმცა, ატამბაევის წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, სად აპირებს ის წასვლას, ან რა სახის მკურნალობა ესაჭიროება.
ცნობისთვის, ატამბაევი, პრეზიდენტის თანამდებობას 2011-2017 წლებში იკავებდა და ჯერჯერობით ერთადერთი ყირგიზული ლიდერია, რომელიც ძალადობრივი გზით არ ჩამოაგდეს, 2020 წელს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, და მან საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.
66 წლის ატამბაევი დააკავეს 2019 წელს, მალევე მას შემდეგ, რაც ის თავის მემკვიდრეს, სორონბაი ჟინბეკოვს დაუპირისპირდა, რომელიც მოქალაქეებმა ჩამოაგდეს შემდეგ წელს არეულობის ფონზე.
კომენტარები