ყირგიზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფიცირებული ქვეყნის სამხრეთით, ოშის პროვინციაში მკურნალობდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.
ყირგიზეთში კორონავირუსით 116 ადამიანია ინფიცირებული. მათგან ხუთი უკვე გამოჯანმრთელდა.
კომენტარები