ყირგიზეთის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტმა ბიშკეკში ჯარის განლაგების განკარგულება გასცა.
საგანგებო მდგომარეობა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დღესვე ყირგიზეთის პრეზიდენტმა განაცხადა რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ მზად არის, თანამდებობიდან გადადგეს.
ყირგიზეთის ლიდერის განცხადებისა და ცესკოს მიერ საპარლამენტო არჩვენების გაუქმების მიუხედავად ოპოზიციური ძალები მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან.
ქვეყანაში საპროტესტო ტალღა კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.
კომენტარები