,,ყირიმის პლატფორმა უნდა იქცეს საფუძვლად, რომ შეიქმნას სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმები, რათა მოხდეს სხვა ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის.
ყირიმი უნდა გათავისუფლდეს და სწორედ ამის შემდეგ ექნება მსოფლიოს შეგრძნება რომ ომი აღარ არის, რომ მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდა. როცა ჩვენ ყირიმის პლატფორმის ინიციატივა დავაყენეთ, ეს იყო ქვეყნის ლიდერების დონეზე, ახლა კი საპარლამენტო დონეზეა. რუსული ოკუპაციის მეცხრე წელი მიმდინარეობს, ყირიმში ირღვევა საერთაშორისო კანონი. ყირიმის მოსახლეობას რუსეთი ართმევს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას. ოკუპანტები ჩადიან ათასობით დანაშაულს ყირიმის ტერიტორიაზე.”
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას სამი რამ სჭირდება – სამხედრო მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები.
კომენტარები