ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტზე, განაცხადა:
“ვთვლი, რომ აუცილებელია საზოგადოებამ იმოქმედოს მტკიცედ და ერთიანად. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ადამიანს უფლებების არც ერთი დარღვევა დაუსჯელი არ დარჩეს. ყველა, ვინც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულების ჩადენაზე, უნდა დაისაჯოს. დღეს ლიეტუვა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით სანამ ეს ბრძოლა გამარჯვებამდე არ მივა… ყველაფერი ყირიმში 2014 წელს დაიწყო… ეს არის ადგილი, სადაც ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, როდესაც ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნდება”
კომენტარები