რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მეზობელ უკრაინასთან მოლაპარაკებები რაც შეიძლება ფრთხილად უნდა წარიმართოს.
„ჩვენ ვაფასებთ მიმდინარე პროცესებს და გვჯერა, რომ მოლაპარაკებების პროცესი ფრთხილად და რაციონალურად წარიმართება“, – განაცხადა პესკოვმა.
პუტინის პრესმდივანმა 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შესახებაც ისაუბრა.
„ყირიმი არის რუსეთის ნაწილი და აქ განსახილველი არც არაფერია. ~რუსეთის კონსტიტუცია გამორიცხავს რუსეთის რომელიმე რეგიონის საკითხის ვინმესთან განხილვას“
კომენტარები