საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის (ოლენევკა) ტერიტორიაზე განახორციელა დაბომბვა (სავარაუდოდ საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით) რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსების ადგილმდებარეობებზე…
გავრცელებული ინფორმაციით განადგურდა რუსულ რადიოლოკაციური სისტემები, ასევე
საუბარია 48Ya6-K1 „Podlet“-ის განადგურებაზე ეს სამკოორდინატიანი რადარი შექმნილია იმისთვის, რომ აღმოაჩინოს საჰაერო სამიზნეები დაბალ და უკიდურესად დაბალ სიმაღლეებზე რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი . ამის შემდგომ ხდება სამიზნე აღნიშვნების გადაცემა რუსული საჰაერო თავდაცვის საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის – S-300//S-400-ეებისათვის რომლებიც ახორციელებენ სამიზნის მიმართულებით საზენიტო რაკეტის გაშვებას…
დბაომბვის შედეგად ასევე განადგურდა რუსული ბასტიონის სანაპირო დაცვის საზენიტო სარაკეტო კომპლექსი,
აღსანიშნავია რომ Bastion-ის სისტემიდან ხდებოდა გაშვება Oniks(P-800)-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების ოდესის მიმართულებით, რომელსაც სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად იყებედნენ ოკუპანტები…
უკრაინის არმია ეტაპობრივად ახდენს ყირიმის ოკუპირებულ საჰაერო სივრცეში ნაპრალების მოძიებას რუსული რადიოლოკაციურ/რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების ჩახშობას, რის შემდგომაც ოკუპირებულ ყირიმში განთავსებულ რუსლი სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო თუ დრონებით შეტევები უფრო ეფექტური გახდება. ოკიპირებულ ყირიმში ეტაპობრივად ლოჯისტიკური კვანძების დაზიანება/მწყობრიდან გამოყვანა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებზე უკრაინის არმიისათვის ეფექტური კონტრიერიშების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება…
კომენტარები