ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“დღეს ვეძებდი შალვა კეკელიას ვიდეოს სრულ ვარიანტს. იმიტომ კი არა, რომ კარგი მოლოდინი მქონდა, არამედ პირიქით – დარწმუნებული ვიყავი, კონტექსტი უარესი იქნებოდა.
რა თქვა შალვა კეკელიამ – ადამიანის სიკვდილი ვინატრეო. არ ვფიქრობ, რომ ეს ტრაგედიაა. წამიერად მღვდელსაც და ნებისმიერ ჩვენგანს ყველანაირი ფიქრი მოგვდის თავში. უბრალოდ, მერე გადაგვივლის.
ასე რომ, ეს დიდი არაფერია. მთავარი არ გამოგვრჩეს.
სრულ ვიდეოში უარესი თქვა – მერე გავაანალიზეო. საკუთარ თავს ვკითხეო, ახლა ეს ვის უფრო აწყობს – ღმერთს თუ ეშმაკსო ?
რა თქმა უნდა, ეშმაკსო.
ახლა დავფიქრდეთ. იმაზე კი არ დარდობს, რომ ადამიანის სიკვდილი ინატრა. არა. განიცდის იმას, ეშმაკს უფრო აწყობს თუ ღმერთს.
რაღაც დიდ ყომარში არიან. რულეტკას თამაშობენ ღმერთი და ეშმაკი და ამათ ფიშკები მიაქვთ მაგიდასთან.
გესმით, სად არის მთავარი პრობლემა ?! ცივი გონებით განსაჯა და დაასკვნა, რომ ეშმაკს არ უნდა მოაგებინოს კაზინოში.
კორპორაციული ინტერესით იმოქმედა, თორემ ღმერთს რომ დასჭირდეს, ისე მოკლავს იმ ვიღაცას, არც დაფიქრდება. ქნეს კიდეც 5 ივლისს ყველამ ერთად.
არაფერი აქვს ამ ყველაფერს საერთო ქრისტიანობასთან, არც ადამიანობასთან, საერთოდ არაფერთან.
უბრალოდ, ყომარობენ და დიდ ფულსაც იგებენ. სულ ესაა.”
კომენტარები