“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია ბათუმში გამართულ აქციაზე ამბობს:
“ჩვენ შევიკრიბებით თბილისში და ეს იქნება სხვა შინაარსის და დატვირთვის შეკრება. ჩვენ ჭკუითაც უნდა ვაჯობოთ ივანიშვილს და ვაჯობებთ.
ეს შანსი, რომელიც განგებამ მოგვცა, ვებრძოლოთ კრიმინალებს, დავიხსნათ პოლიცია დამცირებისგან – ერთხელ შეიძლება მოგვეცეს. მე პირველად მომეცა ეს შესაძლებლობა! კვლავ გვიწევს დამარცხება კორუმპირებული ადამიანების, კრიმინალის, კანონიერი ქურდობის. ეს გამოცდილება მიღებული გვაქვს, კვლავ გვიწევს მეორე წრეზე წასვლა.
ყოფას გიტირებთ, კანონიერო ქურდებო, როგორც გინდა ისე გაიგეთ, ყოფას გიტირებთ, ამ ქვეყანაში კანონიერი ქურდების ჭაჭანი არ იქნება. გვინდა თავისუფალ გარემოში გავზარდოთ შვილები. ვიმეორებ – კანონიერ ქურდებს დედას გიტირებთ, იმიტომ რომ პარავთ ჩვენ ქვეყანას მომავალს – ვნახოთ, სად არის სიმართლე, კრიმინალების მხარეს, თუ ქართველი ხალხის მხარეს.”
კომენტარები