ხორავას ქუჩის საქმის გამო გადამდგარი ირაკლი შოთაძე ახლა ისევ მთავარი პროკურორობის კანდიდატია. მას ამ თანამდებობაზე დაბრუნების სურვილი აქვს და მის კანდიდატურას საპროკურორო საბჭომ უნდა უყაროს კენჭი.
მას 2018 წლის 31 მაისს პროკურატურის დატოვება მოწია, მალევე კი ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმდა. 2018 წლის ნოემბრიდან დღემდე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
პროფესორობასთან ერთად 2019 წლის მარტიდან სილქნეტის იურიდიული კონსულტანტის თანამდებობასაც ითავსებს.
კომენტარები