თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ფოტოს და წერს:
“ყოფილი ”გმირი” – ამჟამად კი ნაც.სექტის უკვე გაშიფრული აგენტი ”ვაჟაექიმი” აგრძელებს თავის პროვოკაციებს სახელმწიფოს წინააღმდეგ….
ამჯერად მან ზაზა გახელაძის სასამართლომდე ორიოდე კვირით ადრე შეიტანა სარჩელი სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ მისი დაპატიმრების გამო, რითაც გამოიწვია სრული გაშმაგება მოწინააღმდეგე მხარის სწორედ მაშინ, როდესაც წყდებოდა ზაზა გახელაძის ბედი ცხინვალის სასამართლოში.
ამ პროვოკაციის რეზულტატი სახეზეა… განაჩენი – თორმეტნახევარი წლით პატიმრობა ზაზა გახელაძეს!
ეს არის ცხინვალის სამაგიერო პასუხი შეწყალებანათხოვარ პროვოკატორს, რომელიც ციხიდან გამოსვლისას მადლობასაც კი უხდიდა ბიბილოვს.
ცხადია, ამას მოყვა ახალი შეტევა ”ოცნების” მთავრობის წინააღმდეგ და მისი დადანაშაულება სრულ უუნარობაში. ეს არის მცდელობა დესტაბილიზაციის გამოწვევისა იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობაში აზვირთებულია სრულიად სამართლიანი აღშფოთების ტალღა ამ უმძიმესი განაჩენის გამო.
მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ “ოცნების” უუნარობა გამოიხატება არა იმაში, რომ მოცემულ მომენტში ვერ ეხმარება ქმედითად თავის უკანონოდ დაკავებულ თანამოქალაქეს, არამედ იმაში, რომ თავის დროზე სრულიად არასახელმწიფოებრივი რეაქცია ჰქონდა ”ვაჟაექიმის” პროვოკაციაზე და სრულიად სამარცხვინოდ მოექცა ნაც.სექტის გავლენის ქვეშ, როდესაც ეს ნაძირალა გმირად გამოაცხადეს.
სანამ დროა ალაგმეთ ეს პროვოკატორი და ჩაატარეთ სრულფასოვანი გამოძიება მის ცხინვალურ ”ვოიაჟთან” დაკავშირებით, თორემ მართლა სერიოზულ შარში გავეხვევით!
ეს უკვე პროფესიონალი პროვოკატორი ისე გათავხედდა თავისი დაუსჯელობით, რომ უკვე ღიად მოგვიწოდებს ”რუსებთან ჩხუბისაკენ”! – ”ჩვენს მაგივრად ამერიკელი და ევროპელი არ დაიწყებს ჩხუბს, ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი” – ამბობს ”დევგმირი” რომელმაც ლაჩრობის და საკუთარი ქვეყნისთვის ლაფის დასხმის ისტორიული ”მაგალითი” დაუტოვა შთამომავლობას…..”
კომენტარები