მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ვიზუალურად ყოფილი პრეზიდენტი მძიმედ გამოიყურება, მან ამის შესახებ სააკაშვილის კლინიკაში მონახულების შემდეგ თქვა.
„ვიზუალურად ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მდგომარეობა მძიმეა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაღალი კომპეტენციის ექიმებისგან გვესმოდა შეფასებები და ველოდებით ექსპერტების დასკვნას. პოლიტიკური პატიმრობა, რასაც თვალს ვადევნებთ, უნდა დასრულდეს. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში“
კომენტარები