ყოველ 10 წუთში კორონავირუსისგან ერთი ირანელი იღუპება. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეის მონაცემებით, ირანში სულ 1 284 ადამიანია დაღუპული და ბოლო 24 საათში, ირანში 149 ადამიანი გარდაიცვალა.
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, კიანუშ ჯაჰანპურმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ „ნოვრუზის“ დღესასწაული სახლებში აღნიშნონ.
წყარო – 2020ნიუსი
კომენტარები