NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის თანახმად, ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ აქვს.
კითხვაზე, ბოლო 12 თვეში რამდენჯერ მოხდა ისე, რომ თქვენთვის, ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად ფული არ გქონდათ, პასუხები ასე გადანაწილდა:
- ყოველთვე ან უფრო ხშირად: 30%
- უფრო იშვიათად ვიდრე ყოველთვე: 29%
- არასდროს: 39%
- არ ვიცი: 1%
ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.
კომენტარები