სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ოლიკო ცისკარიშვილი:
გამარჯობა. მე კოვიდდადებითი ვარ…
ვინც იტყვის ახიაო და რატომ აქამდე არ აიცერიო, – მეხს დავცემ. მქონდა უამრავი ჯანმრთელობის პრობლემა, პროტრომბინი მაღალი, საკვერცხეებზე პრობლემები, ვარ საშინლად ალერგიული, მხოლოდ მზეზე რომ გავდივარ, ისეთი ალერგია მემართება მტერს არ ვუსურვებ. ასევე ვარ წამლებზეც ალერგიული, მაგალითად, ნარკოზის ალერგია დღემდე მაქვს ხელის გულებზე გამოხატული…
მოკლედ, წავედი, ვიმკურნალე, ეს პროტრომბინიც დავწიე ცოტა და ჩავეწერე აცრისთვის. ამ შაბათს უნდა ავცრილიყავი, მაგრამ როგორც იტყვიან, კაცო ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო… აზრზე არ ვარ საიდან გადმომედო, საერთოდ გონზე ვერ მოვდივარ, რადგან უმთავრესად სახლში ვარ და თუ მაღაზიაში გავდივარ, პირბადე მიკეთია…
ხოდა, თუ მოკვდი ანტივაქსერებსაც და ვაქსერებსაც იქიდან სათითაოდ დაგთვლით, იმიტომ რომ ამ ხნის განმავლობაში ძალიან მიშლიდა ნერვებს თქვენი აგრესიული მოწოდებები აიცერი-არაიცრას გამო….
იქნებ ადამიანს რა პრობლემა აქვს, იქნებ როგორ უნდა და ვერ იცრება… თქვენ რა მასზე მეტად გიყვართ მისი სიცოცხლე? თუ ადამიანები დებილები გგონიათ? რას ამუნათებთ ამ ადამიანებს…
ყოველი თქვენი აგრესიულ პოსტს მოწოდებებით აცრაზე, ჩემს თავზე ვიღებდი და ძალინ ვნერვიულობდი, რომ არ შემეძლო აცრა, ამ წამს ჯავშანი გავაუქმეთ მე და გიორგიმ, იქნებ სხვამ აიცრას ამ დღეს და ამ საათს. იქნებ სხვისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე გადარჩეს. ამ ფეისბუქზე შემოსვლა კი ერთ დიდ ჭაობში ჩახტომას ჰგავს, რომლიდანაც ვეღარ და ვერაფრით ვერ აღწევ თავს…
ხოდა, ეს იქნება ჩემი პირველი და უკანსკნელი პოსტი ამ საკითხზე… და იქნებ ცოტათი მაინც შეხვიდეთ ხოლმე სხვის მდგომარეობაში და ნუ იქნებით ასეთი დაუნდობელი ცინიკოსები…
მადლობა ყურადღებისთვის
პს. მეგობარმა შემახსენე, სისხლძარღვების, წნევების და გულის პრობლემები როგორ გამომრჩა, ხოდა ამასაც მივაწერ… მეტყობა რამე რომ ამდენი პრობლემის მატარებელი ვარ? ყველაფერი კარგად იქნება”
კომენტარები