„ემპათიის“ დირექტორს, მარიამ ჯიშკარიანს სახელმწიფო უწყებების ადეკვატური მოქმედების იმედი არ მაქვს და აცხადებს
„პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო დიდი ხანია გავიდა კანონდებლობის ჩარჩოებიდან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ამ სისტემაში ადგილი ჰქონდა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ამჟამადაც მიმდინარეობს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების სახით ეს წამება და არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, ამ ინსტიტუციის მხრიდან, ახლა რაიმე ადეკვატური მოქმედების იმედი არ მაქვს. დღითიდღე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესება, ყოველ წუთას მოსალოდნელია გარდაცვალება. სწრაფად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. შავით თეთრზე წერია დიაგნოზი დასკვნაში, რომელიც არის გათავისუფლების სტანდარტში“.
პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს, რამდენიმე წუთის წინ, სააკაშვილის საქმე გადაუგზავნა.
კომენტარები