თბილისში, ვერაზე, მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, მედიასთან ამბობს:
“ჩემი შვილის თაობას არ მოუკლავს ნიკა კვარაცხელია, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა ალბათ, ძალიან შორეული საბჭოეთის ქვეყნიდან მოდის, ალბათ, იქ დაიგეგმა, ალბათ რუსეთიდან. ვფიქრობ, კავილაძის ოჯახიც და კავილაძეც ძალიან ფასეულია, ამიტომ მან ყველაფერი იცის, გაასაჯაროონ მისი აყვანის, დაკითხვის კადრები. პოლიციელები პირად საუბრებში შეძრულები ჰყვებოდნენ, თუ რა მძიმე იყო მკვლელის დაჭერა და იმის მოსმენა, თუ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია დაკვეთით.
აკო ჭელიძემაც და გიორგი კავილაძემაც აუცილებლად უნდა დაასახელონ, ამის მოლოდინი მაქვს, გიორგი კავილაძე საცოდავი, შეუმდგარი ახალგაზრდა, „ნუთელაზე“ და კაკაოზე გაზრდილი ახალგაზრდა ვერ გაუძლებს ციხეში სამუდამოდ ჯდომას. მე არ ვიცი, ვის დაასახელებს, მე არანაირი ინტერესი არ მაქვს, კაკულიები დაასახელოს, მფარველები, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული ადამიანები არიან. მთელი საქართველო დგას ჩვენ გვერდით…
მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა მეფეც და იმდენად გააშიშვლა თავისი თავიც, ხელის გულზე დადო, მოუწოდა ვიღაცას, ვინც მუშაობს პარლამენტში, მოუწოდა ახალგაზრდას, რომელსაც დატოვებული აქვს ქვეყანა და არის სადღაც. თუ არ მიშველით და არ დამიხსნით აქედან, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო.
ყოველდღე, პროცესის წინ და ზოგადადაც, ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემ მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს ვნახულობ. დამხვრეტი იყო ჭელიძე, დედა, რომელმაც ჭელიძე გაზარდა, დედა არ არის და ეს ოჯახი საერთოდ ოჯახი არ არის”
აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს საქალაქო სასამართლომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 16 და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში ადვოკატებმა გაასაჩივრეს.
კომენტარები