„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი:
„ყოველგვარი ირონიის გარეშე, სევდის გარდა – უკრაინამ NATO-სკენ მიმავალ გზაზეც გაასწრო საქართველოს. ის უკვე ფაქტიურად ალიანსშია – ამ ეტაპზე “სასწავლო პოლიგონის” სახით. ეს – ფაქტია და მაღალი ნდობის მაჩვენებელი. ამას ითხოვდა დასავლეთისგან თავდაცვის მინისტრი რეზნიკოვი – და უკრაინა ამ სტატუსს ეღირსა.
საქართველო რჩება თავის საპარტნიორო პოზიციაზე, NATO-ს ღია კარის მხედველობის არეში შენარჩუნების უფლებით. მარკშეიდერის უკვდავ შეკითხვას მდივან სტოლტენბერგის მისამართით: “დალოდების უფლება ხომ გვაქვს?” – თამამად გვპასუხობენ, რომ შეგვიძლია დაველოდოთ. საკონტროლო შეკითხვას: “ხომ არ იცით, მიგვიღებენ თუ არა?” – ასევე დამაიდებელ პასუხს გვაძლევენ (“შეიძლება მიგიღონ, შეიძლება არა”). მეტი რა ჯანდაბა გვინდა?
ასე რომ, ჩვენი შანსები კვლავ 50/50-ზეა, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე 100/0-ზე, მაგრამ გაცილებით მაღალია, ვიდრე 0/100-ზე. თუ გვსურს, ჩრდილო-ატლანტიკურ “ავტობანზე” უკრაინას არ ჩამოვრჩეთ ან გავასწროთ კიდეც: ამის ფორმულა და ცოცხალი მაგალითიც – იგივეა.“
კომენტარები