ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ყოველგვარი პათეტიკის გარეშე – დღეს ყველა მოკავშირე უნდა ვიყოთ ერთად.
პოლიტიკურად გაკოტრებული რუსული ოცნება ჩვენი თუნდაც დროებითი ერთობის შიგნიდან გატეხვას ცდილობს ჩვენ შორის ინტრიგების, შურის და მტრობის ჩამოგდების გზით, უიმედობის და სასოწარკვეთის მორევში უნდა გამარჯვების გზაზე მდგომი ხალხის ჩათრევა. დიახ, გამარჯვების, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ, თუ ერთობა არ დაირღვევა. ასე ახლოს მიზანთან არასოდეს ვყოფილვართ და ყველაზე ფრთხილად სწორედ ახლა უნდა ვიყოთ – ფრთხილად ერთმანეთთან და ფხიზლად პროვოკატორებთან, რომლებიც ინტრიგების შემოგდებით ეცდებიან ჩვენს გათიშვას. დღეს ყველა ერთი ვართ – ხალხი, ოპოზიცია და სხვა არჩევანი არა გვაქვს. ეს უნდა გავიგოთ და ყველაფერი გამოგვივა.
უმძიმეს ბრძოლაში შევდივართ და ასეთ დროს უმოქმედობა, უიმედობა არაფრით არ შეიძლება.
აბა, საღამომდე ”
კომენტარები