„არსებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭო დამატებითი რეგულაციების შემოღებაზე იმსჯელებს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ლოკდაუნის საკითხი არ განიხილება, განიხილება ის, რომ გამკაცრდეს არსებული რეგულაციები და დაემატოს ის რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკაზე არ მოახდენს დამღუპველ ზეგავლენას. ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-13 დაიღუპება“
კომენტარები