ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი “მთავარი არხის” ეთერში, ამბობს:
“ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხი ორი მთავარი საკითხია, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ევროპას აწუხებს და რაზეც მახვილდება ყურადღება”
იგი ამბობს იმასაც, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
“მან თქვა, რომ კონსტიტუციით არ აქვს ამის უფლება, მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ არის სურვილი, ყოველთვის გამოიძებნება გამოსავალი” – ამბობს კრამერი.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება “ნამდვილად მოხსნის ორ ძირითად პრობლემას, რომელიც ესახება ვაშინგტონს და ევროკავშირს საქართველოში”.
რაც შეეხება განსხვავებას ამ ორ საქმეს შორის – გვარამიას საქმე აშკარად პოლიტიკური საქმეა მისი მედიაში გამოთქმული პოზიციების გამო, ასევე პოლიტიკურად მოტივირებულია სააკაშვილის საქმეც. თუმცა აქ გადამწყვეტია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და, როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება და მან უნდა მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, – განაცხადა დევიდ კრამერმა.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები