მწერალი, დინა მირცხულავა:
“ჩემი ცხონებული მოძღვარი მეტყოდა ხოლმე, ყოველთვის გეშინოდეს “კასინკიანი” ქალების, ყოველ კვირა ჩვევაში გადასული მაზიარებლების. შენ არ იცი, რამდენ ბოროტებას მალავენ ისინი, მათ არ გააჩნიათ მორალი.
და მეც ყოველთვის ვაკვირდებოდი და ზუსტად ვიცოდი, რომ არასოდეს ვიქნებოდი “კასინკიანი” მრევლის ნაწილი.
გოგო, ვისზეც ახლა უნდა მოვყვე, გალობდა ერთ – ერთ ტაძარში.
სუფრაზე შევხვდით ერთმანეთს.
იუბილარი ჩემი მეგობარი იყო და ამასთანავე ჩემი დაქალის შეყვარებული.
ჩემი დაქალი მისთვის “შეუფერებელი”, განათხოვარი გოგო.
ეს მგალობელი კი იუბილარის მამიდაშვილიშვილის ცოლი.
როგორც ჩანს, ოჯახში ბიჭის სიყვარული ყბადაღებული თემა იყო, იმდენად რომ დაბადების დღეზეც კი ვერ პატიობდნენ.
წამოდგა ეს “კასინკიანი” და ლოცავს ბიჭს :
– მალე გისურვებ დაქორწინებას , ოღონდ ისეთი მოგეყვანოს, მე და დედაშენს რომ გაგვიხარდება.
ავდექი მეც :
– ისე გეცხოვროს, როგორც შენ გაგიხარდება, სხვები მეასეხარისხოვანია. ეს შენი სიცოცხლეა, იმიტომ მიეცა ყველას ინდივიდუალურად, რომ თავად განკარგოს – მეთქი.
აუციმციმდა თვალები ბიჭს.
წლები გავიდა და ისევ გადავიკვეთეთ მე და ის მგალობელი.
მე უკვე ვიცოდი, რომ ქმარს გაშორდა და ოჯახი დაინგრა.
ჰო, ვაღიარებ, მივედი და ბოროტულად ვუთხარი :
– ალბათ მონაზვნობისთვის ემზადები – მეთქი.
– არა, რატომ ? ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო – მიპასუხა.
– ვერ დაიწყებ !
– რატომ, რა მიზეზით ? – გაოგნებული მომაჩერდა.
– სწორედ იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ჩემს მეგობარს და თქვენ ნათესავ ბიჭს არ მიეცით -მეთქი ბედნიერების უფლება.”
კომენტარები